სპორტი
სამტრედია საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული გახდა
26 თებერვალს მარტვილში მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე საქართველოს სუპერთასის მატჩი გაიმართა. ერთმანეთს ჩვენი ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „სამტრედია“ და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მფლობელი ქუთაისის „ტორპედო“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა "სამტრედიის'' გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნა ტორპედოელებმა მე-17 წუთზე შეძლეს, სამტრედიელებმა კი გათანაბრება 28-ე წუთზე მოახერხეს. ტორპედოელებმა მეორე ბურთი გაიტანეს, თუმცა მსაჯმა გოლი არ ჩათვალა.

მეორე ტაიმში 58-ე წუთზე კი გოლი სამტრედიელებმა გაიტანეს. გიორგი ბერიაშვილის გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა და  გია ცეცაძის გუნდი სუპერთასის მფლობელი გახდა.

აღსანიშნავია, რომ "სამტრედიამ" პირველად მოიპოვა სუპერთასი.

Print