რეგიონი
ზუგდიდის ცენტრში მიმდინარე მშენებლობაზე საკრებულოს წევრი განმარტებებს ითხოვს (ვიდეო)
ზუგდიდის ცენტრში კინოთეატრ „ატრიუმის“ შენობის გვერდით მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე ოპოზიციური პარტიის წევრები განმარტებებს ითხოვენ. ანა წითლიძის თქმით, მშენებლობის ადგილას არ არის საინფორმაციო ბანერი. მისივე თქმით, მას მუშებმა უთხრეს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე საოფისე ფართები შენდება.

„ეს არის ქალაქის იერსახის დამახინჯება. ჩვენ მოვითხოვთ, ქალაქის არქიტექტურის სამსახურის უფროსი და სადარბაზოს ამხანაგობის წევრები მოვიდნენ შემდეგ სხდომაზე და ჩვენს კითხვებს გასცენ პასუხი“, - განაცხადა წითლიძემ.

მშენებლობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ საკრებულოს სხვა წევრებიც.

ქალაქ ზუგდიდის მერიის პრესსამსახურის უფროსის მაია ღუბელაძის ინფორმაციით, მშენებლობის ნებართვა მერიამ გასცა, თუმცა, რადიო „ათინათის“ კითხვაზე, ვინ აწარმოებს სამშენებლო სამუშაობს, ღუბელაძემ პასუხი არ გაგვცა და ინფორმაციის წერილობითი გამოთხოვა გვირჩია.

Print