რეგიონი
ევროსასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება უვადოდ შეაჩერა
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება უვადოდ შეაჩერა. ამის შესახებ ტელეკომპანია ,,რუსთავი 2’’-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს მთავრობას ეკრძალება, აღასრულოს უზენაესი სასამართლოს განჩინება იმ მომენტამდე, ვიდრე ამის უფლებას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო არ მისცემს.

ცნობისთვის, 2 მარტს უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2 ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. 3 მარტს ევროსასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა.
Print