რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთი ტურისტულ ფესტივალზე ITB BERLIN წარსდგა (ვიდეო)
სამეგრელო-ზემო სვანეთი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ITB BERLIN წელს პირველად იღებს მონაწილეობას. გამოფენა დღეს გაიხსნა და რეგიონის ტურისტული ობიექტები და არსებული პოტენციალი საერთაშორისო ტურ-ოპერატორებს გუბერნატორმა ლევან შონიამ წარუდგინა.

ესაა ახალი შესაძლებლობა რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის, ჩვენი პავილიონი საკმაოდ დატვირთულია და დაინტერესება დიდია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონით. ჩვენ წარვადგინეთ რეგიონის შესახებ სხვადასხვა ბროშურა, ბუკლეტები, წიგნები, ვიდეოპროდუქცია“, - აღნიშნა გუბერნატორმა.

გამოფენაზე ცალკეა წარმოდგენლია Gem fest და ზუგდიდის გამგეობა. საერთაშორისო ელექტრონული მუსიკის ფესტივალის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ დაინტერესებულ ტურისტულ კომპანიებს ფესტივალის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და ლაინაფი გააცნო.

სამეგრელო-ზემო სვანეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე USAID -ის პროექტ „ზრდა საქართველოში“ დახმარებითა და მეღვინეობა „ხარებას“ სპონსორობით წარადგინეს.

ITB BERLIN საერთაშორისო ტურისტული გამოფენაა, რომელშიც საერთაშორისო ტურ-ოპერატორები, ტურიზმის სფეროთი დაინტერესებული უმსხვილესი კომპანიები და ქვეყნები მონაწილეობენ. გამოფენა წელს 8-დან 12 მარტის ჩათვლით გაიმართება. გამოფენის მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ განსხვავებული მიმართულების ტურიზმს საერთაშორისო დონეზე.

Print