რეგიონი
ზუგდიდის ცენტრში მამაკაცის დაჭრის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)
ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. გავრცელებულ ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ. მათი ცნობით, მომხდარზე ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

დაჭრილი კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.

"მსუბუქი ჭრილობა აქვს მიყენებული პაციენტს ჩაუტარდა ქირურგიული დამუშავება. ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და გაწერილია ბინაზე", - უთხრა რადიო "ათინათს" კლინიკა NLI-ის ოფის-მენეჯერმა ბაია ემუხვარმა.

დაზარალებული, 19 წლის გ.ქ. ამჟამად, სავარაუდოდ, დაკითხვაზე იმყოფება.საქმე სსკ 117-ე მუხლით არის აღძრული, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

Print