რეგიონი
„ქალთა სახეები“ – „მომავლის თაობის“ გამოფენა „ათინათში“ (ვიდეო)
პროგრამა "მომავლის თაობის" სამოქალაქო კლუბის წევრებმა ასოციაცია "ათინათში" 20-ე საუკუნის წარმატებული ქალების ფოტოები გამოფინეს და მათ შესახებ პრეზენტაციები გამართეს. ღონისძიება ქალთა კვირეული ფარგლებში ჩატარდა.

“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მოსწავლეებს, რომლებმაც იმუშავეს, მოიძიეს ინფორმაცია და განსხვავებული სახით წარმოადგინეს ისინი და მათ მასწავლებლებს“, - თქვა სამოქალაქო კლუბების კოორდინატორმა სალომე გარდავამ.

ღონისძიებაში მონაწილეობა პროგრამის მონაწილე 7-მა სკოლამ მიიღო. წარმოდგენილი პრეზენტაციებიდან სპეციალურმა ჟიურიმ 3 საუკეთესო გამოვლინა.

„ჟიურისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის დეტალები, რომლებიც საზოგადოებისთვის არ იყო ცნობილი. სწორედ ამ პრინციპით ვიხელმძღვანელეთ და შეავრჩიეთ სამი საუკეთესო პრეზენტაცია: ეს იყო ჭაქვინჯის საჯარო სკოლა მარგარეტ ტეთჩერზე, სენაკის კერძო სკოლა როზა პარსკზე და ჯიხაშკარის საჯარო სკოლა კოკო შანელზე“, - უთხრა რადიო „ათინათს“ სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის საბჭოს თავმჯომარემ მაგდალინა თოდუამ.

ორგანიზატორებმა მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.


Print