რეგიონი
სოხუმი: დაზუსტდა მეორე ტურისა და ხელახალი „არჩევნების“ ჩატარების თარიღები
დე ფაქტო აფხაზეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 22 ოლქში 26 მარტს, ხოლო მე-17 - გუდაუთის ოლქში, ხელახალი "არჩევნები" 14 მაისს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „ცენტრალური საარჩევნო კომისია“ ავრცელებს.

„ცესკოს“ წარმომადგენლის დიმიტრი შამბას განცხადებით, მე - 17 ოლქში კანდიდატების წარდგენა 25 მარტიდან 14 აპრილამდე, ხოლო მათი რეგისტრაცია 14 აპრილიდან 4 მაისამდე გაიმართება.

ცნობისთვის, აფხაზეთის პარლამენტში 35 სადეპუტატო ადგილისთვის 137 კანდიდატი იბრძოდა. მათგან 113 კანდიდატი საინიციატივო ჯგუფმა, ხოლო 24 – პოლიტიკურმა პარტიებმა ("აინარი", "ამცახარა", "აფხაზეთის სახალხო ფრონტი" და "აფხაზეთის სახალხო ერთობის ფორუმი) წარადგინეს. კანდიდატებს შორის არიან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი, ყოფილი შს მინისტრი რაულ ლოლუა, ყოფილი პრემიერი სერგეი შამბა.


Print