რეგიონი
„ლენდოს“ დაყაჩაღებაში ეჭვმიტანილს ამ დრომდე ეძებენ
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოს“ დაყაჩაღებაში ეჭვმიტანილი, ჯერჯერობით, არ დაუკავებიათ, - ამის შესახებ რადიო „ათინათს“ შს სამინისტროში
განუცხადეს. უწყების ცნობით, საქმე 179-ე მუხლით არის აღძრული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

ცნობისთვის, ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდო“ერთმა ნიღბიანმა პირმა დააყაჩაღა. არსებული ინფორმაციით, წაღებულია, დაახლოებით, 5 ათასი ლარი.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში ლენდო დააყაჩაღეს (ვიდეო)

Print