რეგიონი
სოხუმში „დეპუტატობის კანდიდატის“ მანქანას ცეცხლი გაუჩნდა
დე ფაქტო აფხაზეთის „პარლამენტის“ დეპუტატობის კანდიდატის ბატალ აიბას ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ „სპუტნიკ - აბხაზიას“ ქალაქის პროკურორმა რუსლან ტირკბამ განუცხადა.

მისივე ცნობით, ავტომობილს ცეცხლი, საღამოს 9 საათზე, ეშბას ქუჩაზე, აღნიშნული კანდიდატის საარჩევნო შტაბთან გაუჩნდა. მიზეზები ამ დრომდე დაუდგენელია.

პროკურატურა ორ ძირითად ვერსიას - განზრახ ცეცხლის გაჩენას და აალებას განიხილავს. ტირკბას განცხადებით, დეპუტატობის კანდიდატი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჯერ არ დაკითხულა.

Print