რეგიონი
ზუგდიდში მამა ილია კარტოზიას სახელი შესაძლოა რომელიმე ქუჩას მიენიჭოს

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიამ გეოგრაფიული ობიექტების სახელის გადარქმევის შესახებ

იმსჯელა. დღევანდელ სხდომაზე კომისიის წევრებმა სულ სამი, მათ შორის, გიორგი ბრწყინვალისა და ჯორჯიაშვილის ქუჩებისთვის სახელწოდების შეცვლის საკითხი განიხილეს.

გ. ბრწყინვალის ქუჩის სახელის შეცვლის შესახებ საკრებულოში შესული განცხადება კომისიამ არ დააკმაყოფილა. რაც შეეხება ჯორჯიაშვილის ქუჩას, ,ვახტანგ კვარაცხელიას სახელი მიენიჭება. პროფესიით ფილოსოფოსი ვახტანგ კვარაცხელია წლების განმავლობაში საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა. ის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის რექტორი იყო.

,,მოწვეული იყო არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები, რომლებიც პირადად იცნობდნენ ვახტანგ კვარაცხელიას და მის ღვაწლზე ისაუბრეს. გიორგი ბრწყინვალეს ქუჩას კი რა თქმა უნდა სახელი არ შეეცვლება ", - აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ თენგიზ ქოჩუამ.

სხდომაზე ასევე, ისაუბრეს ეგრისის ქუჩისთვის მამა ილია კარტოზიას სახელის დარქმევის საკითხზე. კომისის წევრები თანხმდებიან, რომ ზუგდიდში უნდა არსებობდეს მამა ილია კარტოზიას სახელობის ქუჩა, თუმცა მათივე თქმით, ეს ეგრისის ქუჩისთვის სახელის გადარქმევის ხარჯზე არ უნდა მოხდეს. კომისიის გადაწყვეტილებით, უახლოეს დღეებში სხდომა ისევ ჩატარდება და აღნიშნულ თემას განიხილავენ.


ცნობისთვის, ადრიატიკის ზღვაში ბორან "ნორმან ატლანტიკზე" 2014 წლის 28 დეკემბერს ხანძარი გაჩნდა. ბორანზე სულ 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა, აქედან საქართველოს რვა მოქალაქე. მამა ილიას გარდა ყველა მათგანი ცოცხალია და უვნებელი გადარჩა. მამა ილია კარტოზია მცხეთის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო.

თბილისში ერთ-ერთ სკვერს მამა ილია კარტოზიას სახელი მიენიჭა

 

 

Print