რეგიონი
ზუგდიდელები პეტიციების ელექტრონულად შევსებას შეძლებენ (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ ელექტრონული პეტიციების დანერგვის შესახებ ინიციატივა წარმოებაში მიიღო. დღეიდან ამ საკითხზე შესაბამისი კომისია იმუშავებს. აღნიშნული ინიციატივა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს ეკუთვნის. გიორგი თოდუას თქმით, ეს სიახლე თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეების მეტ ჩართულობას შეუწყობს ხელს.

ჩვენ ვთანამშრომლობთ ამ კუთხით საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის, NDI-სთან და სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრთან. ძალიან მალე შესაძლებელი იქნება თითოეულმა მოქალაქემ, რომელსაც აინტერესებს სხვადასხვა საკითხის განხილვა და გადაჭრა, ელექტრონულად მოგვმართოს“, - განაცხადა თოდუამ.

ელექტრონული პეტიციების პრაქტიკა ადგილობრივი თვითმმართველობაში ამ დრომდე არ ყოფილა.

Print