რეგიონი
მინისტრის მოადგილე: დევნილები ბინებს ეტაპობრივად მიიღებენ (ვიდეო)

ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში ჩასახლებული დევნილები ეტაპობრივად განსახლდებიან. ამის შესახებ დევნილთა და განსახლების

მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ განაცხადა. გიორგაძის თქმით, სამინისტროსთვის ცნობილია იქ არსებული მძიმე საცხოვრებელი პირობების შესახებ, თუმცა, მსგავსი ობიექტი ზუგდიდში ბევრია და ისინი ეტაპობრივად დაიხურება.

„აღნიშნულ შენობაში მცხოვრებმა არაერთმა ოჯახმა მიიღო ბინა ქულების მიხედვით. რაც შეეხება დანარჩენ ოჯახებს, ისინი შემდეგ ეტაპზე განიხილებიან და ბუნებრივია, მათ მძიმე საცხოვრებელ პირობებს ყურადღება მიექცევა“, - აღნიშნა გიორგაძემ.

მინისტრის მოადგილე დღეს ზუგდიდში დევნილთათვის ბინების გადანაწილების პროცედურას დაესწრო.

ცნობისთვის, საავადმყოფოს ყოფილ შენობაში მცხოვრები რამდენიმე ადამიანი, ჩასახლების ეზოს სახელდახელოდ აგებულ კარავში, ორ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში შიმშილობდა. ისინი მათთვის მინიჭებული ქულების გადამოწმებასა და საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას ითხოვენ.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში 144-მა დევნილმა ოჯახმა ბინა მიიღო (ვიდეო)

დევნილების პროტესტი და სამინისტროს პასუხი (ვიდეო)

ზუგდიდში დევნილები შიმშილობენ (ვიდეო)



 

 

Print