რეგიონი
ზუგდიდში დევნილებისთვის ბინების გადაცემა აქციის ფონზე მიმდინარეობს (ვიდეო)
ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, ახლადაშენებულ კორპუსში დევნილებისთვის ბინების გადაცემის პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. სხვადასხვა ჩასახლებაში მცხოვრები რამდენიმე დევნილი ბინას ითხოვს. მათი თქმით, ისინი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ და აღნიშნულ კორპუსში საცხოვრებელი ფართების მიღების იმედი ჰქონდათ. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულები. ბინების გადაცემის პროცესს დევნილთა სამინისტროსა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები ესწრებიან.

Print