რეგიონი
დღეიდან საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ იმოგზაურებენ
დღეს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა. ბიომეტრული პასპორტების მქონე პირებს შენგენის ზონასა და ევროკავშირის 22 წევრ, 4 არა წევრ და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში უვიზოდ მოგზაურობა 180 დღის განმავლობაში, მაქსიმუმ 90 დღის ვადით, შეუძლიათ.

უვიზო რეჟიმის ამოქმედების ისტორიულ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სტუდენტებთან, მეცნიერებთან, მედიის წარმომადგენლებთან და მთავრობის წევრებთან ერთად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სიმბოლურად უძველესი ცივილიზაციის დედაქალაქში - ათენში უვიზოდ გაემგზავრა.

"ეს არის ისტორიული დღე. დღეს საქართველოს მოქალაქეებისთვის საბოლოოდ უკვე იხსნება უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა შენგენის ქვეყნებში, ევროკავშირის ქვეყნებში. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, ძალიან კარგი შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის უკეთ გაიცნონ ევროკავშირი, უკეთ შეიცნონ ის ღირებულებები, რაზეც დგას ევროკავშირი,“ - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ათენიდან საქართველოს დელეგაცია ბრიუსელში ჩავა, სადაც შეხვედრა ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებთან გაიმართება.

ამავე თემაზე:

ქვეყნები, სადაც საქართველოს მოქალაქეები უვიზო მიმოსვლას შეძლებენ
Print