რეგიონი
გიორგი კვირიკაშვილი - ანაკლიიდან პირეოსამდე კეთილდღეობის ახალი ზონა შეიქმნება
ანაკლიიდან პირეოსამდე კეთილდღეობის ახალი ზონა შეიქმნება და გააძლიერებს დასაქმებას, ვაჭრობას, განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ათენში, ქართულ-ბერძნული კონფერენციაზე "საქართველო - ევროპიდან ევროპამდე" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ის შემთხვევით არ იმყოფება საბერძენთში და საქართველოსთვის შენგენის ზონის კარიბჭეს სწორედ ათენი წარმოადგენს.

"პირველი უვიზო მიმოსვლის განსახორციელებლად, სიმბოლურად, ათენში განვახორციელე. ესაა ნაბიჯი საქართველოს ევროპაში დასაბრუნებლად - იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული თუ სულიერი დაბრუნება. ჩემი აქ ყოფნა, რა თქმა უნდა, უბრალო დამთხვევა არაა. საბერძნეთი ევროკავშირში მყოფი ქართული დიასპორის უდიდესი მასპინძელია. საბერძნეთში მყოფი ქართველი მოქალაქეების მეორე თაობა ქვეყნის ეკონომიკასა და კულტურაზე თავის კვალს ტოვებს", - თქვა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროპის კარიბჭეობა აერთიანებს საბერძნეთსა და საქართველოს.

"იქმნება ახალი ლოჯისტიკური ცენტრები ევროპაში, აფრიკაში, ბალკანეთის ქვეყნებში, შუა აღმოსავლეთში და მის მიღმა. ანაკლიიდან პირეოსამდე, კეთილდღეობის ახალი ზონა შეიქმნება და გააძლიერებს დასაქმებას, ვაჭრობას, განვითარებას. იქმნება ახალი შესაძლებლობები ბიზნესის, უსაფრთხოების, პოლიტიკური თანამშრომლობისათვის", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.


Print