რეგიონი
35 წლის შემდეგ გალის რაიონის 2 სოფელს წყალმომარაგება აღუდგა
გალის რაიონის სოფელ შაშიკვარადან ჭუბურხინჯამდე ახალი წყალსადენი მილი გაიყვანეს, რომელიც 76 კერძო სახლს მოემსახურება.
გალის რაიონის „წყალკანალის“ უფროსმა „აფსნიპრესს“ განუცხადა, რომ ახლადაშენებული ობიექტის სიგრძე 5 კმ და 400 მეტრია. მან აღნიშნა, რომ ამ სოფლებს წყალმომარაგება 35 წელზე მეტია არ ჰქონიათ.

„ამ დროისათვის ახალი მილების უკვე არსებულებთან მიერთების პროცესი მიმდინარეობს, რათა წყალმომარაგების ამ სისტემაში რაიონის სხვა სოფლებიც მოხვდნენ,“– განუმარტა გამოცემას ყოლბაიამ.

მისივე ინფორმაციით, შესაბამისი დაფინანსების შემთხვევაში, ქალაქის ტერიტორიაზე არსებული 29 - კილომეტრიანი ძველი მილების შეცვლაც იგეგმება.

Print