რეგიონი
სამი მნიშვნელოვანი თარიღი დღეს ზუგდიდში ერთად აღნიშნეს
ზვიად გამსახურდიას დაბადების დღის გარდა, დღეს ზუგდიდში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმისა ჩატარებისა და ეკლესიის ავტოკეფალიის 100 წლის იუბილე აღნიშნეს. ღონისძიება სამხატვრო გალერეაში მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით გაიმართა, სადაც საჯარო ლექცია და ფილმის ჩვენება მოეწყო. ქართველოლოგის მანანა სოტკილავას თქმით, სამი უმნიშვნელოვანესი მოვლეის ერთ დღსასწაულად გაერთიანება სიმბოლურია.

„დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია ქვეყნის კულტურის, სახელმწიფოებრიობისა და სულიერების თვლსაზრისით ამ საუბილეო თარიღების აღნიშვნის სიხარულით უარი ვერ ვთქვი მოპატიჯებაზე და დღეს ზუგდიდელებთან ერთად ვიხსენებთ ამ ყოვლად მნიშვნელოვან თარიღებს “, - განაცხადა მანანა სოტკილავამ.

ღონისძიებას სასულიოერო პირები ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები და „ჩოხოსნები“ დაესწრნენ.

ცნობისთვის, დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი ზვიად გამსახურდიამ საერთო-სახალხო კენჭისყრა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საკითხზე 1991 წლის 31 მარტს ჩაატარა. 1917 წლის 12 ( 25) მარტს, ქართველმა სამღვდელოებამ, საგანგებო კრებაზე მიიღო ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დოკუმენტი. იმავე წლის სექტემბერში, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, 106 წლიანი იძულებითი შუალედის შემდეგ, კვლავ აირჩია კათოლიკოს-პატრიარქი. მსოფლიოს საპატრიარქომ 1990 წელს ოფიციალურად ცნო და აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობა.


Print