რეგიონი
ზუგდიდის ოთხ სოფელში წყალმომარაგების სისტემა მოეწყობა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში წყალმომარაგების სისტემის მოსაწყობად 883 888 ლარი გამოიყო. გამგეობის ინფორმაციით, წყალმომარაგების სისტემისთვის ჭკადუაშში 172 011 ლარი, ზედაეწერში - 47 362, აბასთუმანში - 127 883 და ყულიშკარში 536 682 ლარია გათვალისწინებული.

პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით ხორციელდება.

Print