რეგიონი
ჩხოროწყუს გამგებელი: ჩხოროწყუს ქალაქის სტატუსი უნდა მიენიჭოს
ჩხოროწყუს მოსახლეობისა და მრჩეველთა საბჭოს ინიციატივით, გამგეობაში დაბისთვის ქალაქის სტატუსის მინიჭების შესახებ მსჯელობენ. გამგებლის დავით გოგუას თქმით, ჩხოროწყუ ერთადერთი მუნიციპალიტეტია რეგიონში, რომელსაც დაბის სტატუსი აქვს. გამგებელმა განმარტა, რომ საუბარია მხოლოდ ქალაქის და არა თვითმმართველი ქალაქის სტატუსზე.

„ადგილობრივებთან ერთად ვიმსჯელებთ ქალაქის სტატუსის დადებით და უარყოფით მხარეებზე. ამის შემდეგ განცხადებას შევიტანთ ჯერ მუნიციპალიტეტის საკრებულოში, შემდეგ კი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში“, - თქვა რადიო „ათინათთან“ საუბრისას გოგუამ.

ჩხოროწყუსთვის ქალაქის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა ადგილობრივ მოსახლოებასთან 7 აპრილს გაიმართება.

Print