რეგიონი
„ფსოუს“ გამშვებ პუნქტზე მებაჟე დაჭრეს
„ფსოუს“ საკონტროლო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, ავტოტრანსპორტის რეგისტრაციის შენობასთან, გუდაუთის მკვიდრმა. რადი გერზმავამ საბაჟო სამსახურის თანამშრომელი მუცლის არეში დანით დაჭრა. ინციდენტი სიტყვიერ შელაპარაკებას მოჰყვა, რის შემდეგ, ბოროტმოქმედი მიიმალა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.






Print