რეგიონი
გალის რაიონის ადმინისტრაცია: თხილის ნარგავების 60% განადგურდა
გალის რაიონის ადმინისტრაციის „სოფლის მეურნეობის სამმართველოს“ ხელმძღვანელი თამაზ ცვიჟბა „აფსნიპრესს“ საგაზაფხულო - საველე სამუშაოების მსვლელობაზე ესაუბრა. მისი თქმით, უკვე 10 ჰექტარი მიწის ფართობი მოხნულია. სიმინდის თესვის სამუშაოები მაისში დაიწყება. „იგეგმება 2300 ჰექტარამდე სიმინდის დათესვა. ეს 30% - ით მეტია, ვიდრე გასულ წელს“.

გარდა ამისა, ცვიჟბამ თხილის ნარგავებზეც ისაუბრა. მან გამოცემას განუცხადა, რომ წელს თხილის პლანტაციების 60% განადგურდა, მათ ზიანი მავნებელმა მწერებმა მიაყენეს. ფერმერებს დიდი ზარალი მიადაგათ“. მისი თქმით, ამ დროისთვის იმ მიწის იმ ფართობების ინვენტარიზაცია მიმდინარეობს, რომელზეც თხილის ნარგავებია გაშენებული.

გალის რაიონის „ სოფლის მეურნეობის განყოფილების“ უფროსი იმედს გამოთქვამს, რომ ფერმერებს მხარს დე ფაქტო რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაუჭერს მხარს. „კერძო მეწარმეებს, ძირითადად, ნესვი, საზამთრო და თხილი მოყავთ. თუ მიმდინარე წელს, ჩვენ მათ მიწის ხვნაში მაინც შევუწყობთ ხელს, ეს გლეხებისთვის დიდი დახმარება იქნება'’, - აღნიშნა ცვიჟბამ გამოცემასთან საუბრისას.

Print