რეგიონი
ტყაიაში გზის რეაბილიტაცია გაგრძელდება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაიაში გზის რეაბილიტაციის მესამე ეტაპი წელს დაიწყება. დაგეგმილია 820 მეტრის სიგრძისა და 5, 60 მეტრის სიგანის გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა. აღნიშნული პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანადაფინანსებით განხორციელდება. პროექტის ღირებულება 417,640.00 (ოთხას ჩვიდმეტი ათას ექვსას ორმოცი ) ლარს შეადგენს.

Print