რეგიონი
რუსმა სამხედროებმა მამა-შვილი დააკავეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყის მცხოვრებლები - მამა-შვილი როგავები, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გუშინ დააკავეს. სოფლის გამგებლის ინფორმაციით, ისინი აფხაზეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მდინარის მეორე მხარეს, სათევზაოდ იყვენენ გადასულები.

"მათთან ერთად კიდევ ორი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა მათ გაქცევა მოასწრეს. დაკავებულებს ალბათ დააჯარიმებენ, მაგრამ მათ თანხის გადახდის საშუალება არა აქვთ, სოციალურად ძალიან უჭირთ", - უთხრა რადიო "ათინათს" ვახტანგ გოგიამ. 

დაკავებულები, სავარაუდოდ, გალის იზოლატორში არიან გადაყვანილები.

Print