რეგიონი
ზუგდიდში შადრევნის ადგილას მოწყობილი ბარი დაშალეს
შ.პ.ს "ალიანსის" წინ შადრევნისთვის განკუთვნილ ადგილას მოწყობილი ბარი მეპატრონემ დაშალა. „ალიანსის“ დირექტორის ვახტანგ აკობიას თქმით, ის ზუგდიდში არ იმყოფებოდა და აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობდა. თუმცა რადიო „ათინათთან“ საუბრის შემდეგ გაარკვია, რომ ალიანსის ტერიტორიაზე ბარი უნებართვოდ მოაწყვეს.

„მეპატრონეს ვუთხარი, სანამ ბარს მოაწყობდა, მერიიდან ნაბართვა აეღო, მაგრამ მას ეს არ გაუკეთებია. დღეს ვუთხარი სასწრაფოდ წასულიყო და გაერკვია, კანონიერი იყო თუ არა. მერიამ უარი უთხრა და შესაბამისად, ბარიც დაშალეს“, - განაცხადა ვახტანგ აკობიამ.

ობიექტი ჯერ არ ფუნქციონირებდა, თუმცა მეპატრონეს მისი მოწყობა დაწყებული ჰქონა.

ამავე თემაზე:

მერია: შადრევნის აუზში მოწყობილ ბარს დაშლიან



Print