რეგიონი
რიყეში დაკავებულ მამა-შვილს ადვოკატი მოინახულებს
ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში, მდინარე ენგურის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი სამხედროების მიერ დაკავებულ მამა-შვილს არჩიკო და პაატა როგავებს დღეს ადვოკატი მოინახულებს - ამის შესახებ დაკავებულების ოჯახს აცნობეს. თინათინ როგავას თქმით, ეს ინფორმაცია მათ ტელეფონით შეატყობინეს.

„დაგვირეკა ქართულ ენაზე მოსაუბრე ადამიანმა და გვითხრა,  რომ ჩვენი ოჯახის წევრები სოხუმის იზოლატორში იმყოფებიან.  მისი ვინაობა არ ვიცით. ასევე დაგვპირდა, რომ დეტალებს საღამოს შეგვატყობინებს“, - უთხრა რადიო „ათინათს“ როგავამ.

დაკავებულის ოჯახის ცნობით, მათ ევროკავშირის წარმომადგენლებიც დაუკავშირდნენ და სიახლეების შესახებ ინფორმაციის მიწოდება სთხოვეს.

ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყის მცხოვრებლები - მამა-შვილი როგავები, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 5 აპრილს დააკავეს. მათი ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ენგურის ხიდზე აქცია გამართეს. მათ საქართველოს ხელისუფლებას დაკავებულების გასათავისუფლებლად ქმედითი ნაბიჯებისკენ მოუწოდეს.


ამავე თემაზე:

რიყეში დაკავებულების ოჯახი საქართველოს მთავრობას დახმარებას სთხოვს (ვიდეო)

რიყეში დაკავებული საქართველოს მოქალაქეები შველას ითხოვენ (ვიდეო)

Print