რეგიონი
სუსი: 2016 წელს აფხაზეთის ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით 193 ადამიანი დააკავეს
აფხაზეთის მიმართულებით ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 193 ადამიანი დააკავეს, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ აფხაზეთის მიმართულებით ცენტრალური ხელისუფლების მიერ რეგისტრირებული ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული პირების რაოდენობა ჯამური ციფრის დაახლოებით 10-15%-ს შეადგენს.

უსაფრთხოების სამსახურისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა ოკუპაციის ხაზის გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით განხორციელებული დაკავებები. .. უკანონოდ დაკავებულთა ძირითადი რაოდენობა ოკუპირებული გალის რაიონის მაცხოვრებელია“, - აღნიშნულია ანგარიშში.

უწყების ცნობით, რომ სუსი იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს და ბერკეტს, მათ შორის „ცხელ ხაზსა“ და IPRM-ის შეხვედრებს, რათა დაკავებულები დროულად გათავისუფლდნენ.


Print