რეგიონი
რუსი ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებულების ოჯახი 20 აპრილს მასშტაბურ აქციას გეგმავს
ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყეში, ენგურის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი ე.წ. მესაზღვეების მიერ დაკავებული მამა-შვილის არჩიკო და პაატა როგავების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა 20 აპრილს ენგურის ხიდზე მასშტაბური აქცია დაანონსეს. ისინი საქართველოს ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. დაკავებულის შვილის თინათინ როგავას თქმით, გუშინ, 13 აპრილს გზის გადაკეტვის მცდელობა ჰქონდათ, თუმცა მათ ამის საშუალება სამართალდამცავებმა არ მისცეს.

ჩვენ გვინდოდა ცოცხალი ჯაჭვის გაკეთება, მაგრამ ამის საშუალება არ მოგვეცა. ჩვენთან ერთად იყვნენ ბავშვებიც. პოლიციელები ხელით შეგვეხნენ და ამ გზით დაგვშალეს“, - უთხრა რადიო „ათინათს“ თინათინ როგავამ.

საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები სოხუმში არიან და მათ გასათავისუფლებლად ყველა შესაბამისი უწყება მუშაობს. სამინისტროში რადიო „ათინათს“ აცნობეს, რომ, როგორც ყველა მსგავს შემთხვევაში, გააქტირებულია ცხელი ხაზი, რომელიც მთავარი მექანიზმია ინფორმაციის მისაღებად.

ცნობისთვის, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ენგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არჩიკო და პაატა როგავები 5 აპრილს დააკავეს.

ამავე თემაზე:

რუსი ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებულების ოჯახი დახმარების მოლოდინში (ვიდეო)

გამაფრთხილებელი აქცია ენგურის ხიდზე (ვიდეო)

რუსი ე.წ. მესაზღვრეების მიერ დაკავებულების ოჯახის წევრები აქციებს იწყებენ

რიყეში დაკავებულების ოჯახი საქართველოს მთავრობას დახმარებას სთხოვს (ვიდეო)

რიყეში დაკავებული საქართველოს მოქალაქეები შველას ითხოვენ (ვიდეო)
Print