რეგიონი
16 და 17 აპრილს ქალაქში უფასო ავტობუსი იმოძრავებს
აღდგომის დღესასწაულთან და მიცვალებულთა მოხსენიების დღესთან დაკავშირებით ქალაქ ზუგდიდის მერია მოსახლეობას ტრანსპორტით მომსახურებას სთავაზობს. მუნიციპალური ავტობუსები საათში ერთხელ, დილის 6 საათიდან დღის 15 საათამდე, შემდეგი მიმართულებით იმოძრავებს:

II საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან:

1.
ჭითაწყარის I და II სასაფლაოები.
2. მაცხოვრის კარის სასაფლაო.
3. საჯვაროსა და საანგუროს სასაფლაო.
4. რკინიგზის სასაფლაოს მიმართულებით.
5. ქაფათის სასაფლაო ცენტრალური ავტოსადგურის გავლით.


რკინიგზის სადგურიდან:

1. ინგირის სასაფლაო.
2. რკინიგზის სასაფლაო.
3. საჯვაროსა და ყოფილი საანგუროს სასაფლაოები პუშკინის ქუჩის გავლით.
4. ჭითაწყარის I და II სასაფლაოები.
5. მაცხოვრის კარის სასაფლაო.

ცენტრალური ავტოსადგურიდან:

1. მაცხოვრის კარის სასაფლაო.
2. ჭითაწყარის I და II სასაფლაოები.
3. საჯვაროს და ყოფილი საანგუროს სასაფლაოების მიმართულებით
4. ქაფათის სასაფლაო.

ი.ქ.კ.

1. კომბინატიდან ინგირის სასაფლაოს მიმართულებით.
2. კომბინატი რკინიგზის სასაფლაო-შარტავას და ქუთაისის ქუჩების გავლით.

Print