რეგიონი
უპატრონო მიცვალებულების საფლავებზე ყვავილები დარგეს
ზუგდიდის მერიის აა(ი)პ "სასაფლაოების მართვის ცენტრის" თანამშრომლებმა უჭირისუფლო მიცვალებულთა საფლავები კეთილმოაწყვეს. ქალაქის მერიის № 6-ე სასაფლაოს ტერიტორიაზე უპატრონო მიცვალებულთა საფლავები შემოღობეს, შეღებეს და მინდვრის ყვავილები დარგეს.

"ჩემი ხელით დავრგე ყვავილები... ვფიქრობ ამაზე კეთილ საქმეს ვერაფერს გავაკეთებდით... ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მივიდეს და ერთი წითელი კვერცხი მიიტანოს ამ აღდგომის დღეებში. ამ მიცვალებულებს ყველაზე მეტი პატრონობა სჭირდება", - უთხრა რადიო "ათინათს" ცენტრის დირექტორმა მალხაზ ფარცვანიამ.

გარდა ამისა, გაიწმინდა და დასუფთავდა ქალაქს დაქვემდებარებული სასაფლაოების ტერიტორია.

Print