რეგიონი
გუბერნატორი და ზუგდიდის მერი ე.წ. ფაიფურის დასახლებაში მცხოვრებლებს შეხვდენ
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია ე.წ. ფაიფურის დასახლების მცხოვრებლებს შეხვდნენ. მათ ადგილობრივებისგან დასახლებაში არსებული ისეთი პრობლემების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, როგორიცაა კორპუსის დაზიანებული სახურავი, მოუწესრიგებელი წყლის სისტემა და წყალანირები.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას დაჰპირდნენ. ქალაქის მერის თქმით, კორპუსებს მიმდინარე წელს გადახურავენ, რაც შეეხება წყალმომარაგების სისტემას, გუბერნატორმა განაცხადა, რომ ქსელის მშენებლობა ზუგდიდში უკვე მიმდინარეობს, წყალანირების პროექტის განხორციელება კი უახლოეს პერიოდში დაიწყება.

Print