რეგიონი
ზუგდიდში მოსწავლე-ახალგაზრდობის დღეები გაიხსნა (ვიდეო)
„მოსწავლე-ახალგაზრდობის დღეები - 2017“ სასახლეში დღეს კალიგრაფიის კონკურსით გაიხსნა. გამოფენაზე ზუგდიდის საჯარო სკოლების მოსწავლეების ნამუშევრები იყო გამოფენილი. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მასობრივი ღონისძიებების ორგანიზატორის მედეა თორია თქმით, ღონისძიებების გრაფიკი უკვე შედგენილია.

მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენ მიერ შეთავაზებულ სხვადასხვა - შემეცნებით, ინტელექტუალურ კონკურსსა და დებატებში მიიღონ მონაწილეობა“, - აღნიშნა თორიამ.

დღესვე მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელებმა დედა ენის დღესთან დაკავშირებით ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს.

ღონისძიებებში ზუგდიდის საჯარო სკოლების ყველა ასაკის მოსწავლეები ჩაერთვებიან. „მოსწავლე-ახალგაზრდობის დღეები 2017“ ათ ივნისს გამარჯვებულების გამოვლენითა და დაჯილდოებით დასრულდება.

Print