რეგიონი
ბიუროს გახსნაზე ქვარაიას კითხვები თვითმმართველობის რეფორმაზეც დაუსვეს (ვიდეო)
ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა ბიუროს გახსნაზე შეხვედრის მონაწილეების შეკითხვებს უპასუხა. მერაბ ქვარაიას საზოგადოება „ზუგდიდელის“ წევრმა ვაჟა ფიფიამ კითხვა სხვადასხვა საკითხთან ერთად თვითმმართველობის მოსალოდნელ რეფორმაზეც დაუსვა. აქვე მან ზუგდიდელების პოზიციაც დააფიქსირა და აღნიშნა, რომ ისინი თვითმმართველი ქალაქის სტატუსის შენარჩუნებას მოითხოვენ.

ენმ-ის წევრის ანი წითლიძის კითხვაზე, როგორ აფასებს ხელისუფლების მოსალოდნელ ნაბიჯს, მერაბ ქვარაიამ უპასუხა, რომ ზუგდიდელებს შიშის საფუძველი არ აქვთ, რადგან ნებისმიერი ინიციატივა, რომელსაც ხელისუფლება წარმოადგენს, თვითმმართველობის გაძლიერებისკენ იქნება მიმართული.

მე, უმრავლესობასთან ერთად, ვიყავი ვარ და ვიქნები იმ კურსის მომხრე, რომ იყოს ქვეყანაში მაღალი დონის თვითმმართველობა, რეგიონული განვითარების უფრო მეტი შესაძლებლობა. ყველა ცვლილება, რომელსაც ხელისუფლება განახორციელებს, იქნება სწორედ ამისკენ მიმართული და რაიმე ტიპის თავს მოხვეული გადაწყვტილებები გამორიცხულია“, - განმარტა ქვარაიამ.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კანონპროექტი პარლმანეტში შევა, კანონმდებლები ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებთან და საზოგადოების სხვა წევრებთან მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ კონსულტაციებს გამართავენ და გადაწყვეტილებას დეტალური განხილვის შემდეგ მიიღებენ.

ცნობისთვის, მთავრობა თვითმმართველობის რეფორმაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც 7 თვითთმმართველ ქალაქს სტატუსი გაუქმდება. ბოლოს თვითმმართველობის რეფორმა ქვეყანაში 2017 წელს განხორციელდა, რომლის ფარგლებში მუნიციპალიტეტები გაიყო და ახალი თვითმმართველი ქალაქები შეიქმნა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში მერაბ ქვარაიას ბიურო გაიხსნა (ვიდეო)

„ევროპული საქართველოს“ შეხვედრა თვითმმართველობის საკითხებზე (ვიდეო)

ზუგდიდელი დეპუტატების მოსაზრებები მუნიციპალიტეტების შესაძლო გაერთიანებაზე

ზუგდიდში მუნიციპალიტეტების გაერთიანებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა (ვიდეო)

ზუგდიდისთვის ქალაქის სტატუსის შენარჩუნების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ (ვიდეო)

TI - თვითმმართველი ქალაქების გაუქმება ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება (ვიდეო)

რეგიონული განვითარების სამინისტრო მუნიციპალიტეტების გაერთიანებაზე განცხადებას ავრცელებს

არასამთავრობოები ხელისუფლებას: დაუშვებელია თვითმმართველი ერთეულების გაუქმება

Print