რეგიონი
ესტონელები სამეგრელოში ჩაის პლანტაციებით დაინტერესდნენ
ესტონელი ინვესტორები სამეგრელოში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროექტში ჩართვით არიან დაინეტრესებული. სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, უცხოელებს პლანტაციებში არსებული მდგომარეობა და პოტენციალი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ გააცნო.

შეხვედრას გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუა, ხობის, მარტვილის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს გამგებლები, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო, გურია, ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსი და ჩაის მეწარმეები ესწრებოდნენ.

ინვესტორები, ჩაის პლანტაციებს ადგილზე შეისწავლიან.
Print