რეგიონი
ძლიერმა ქარმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტი დააზარალა
ძლიერმა ქარმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში: მუჟავაში, ჭალეში, ჩქვალერსა და ქალაქ ჯვარში  საცხოვრებელ კორპუსებს, სახლებს სახურავი გადახადა. დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები. ასევე, ძლიერმა ქარმა მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა.

,,პირველადი მონაცემებით, დაზიანებულია 40-მდე საცხოვრებელი სახლი. სოფელ ჭალეში კი ქარმა სკოლის სპორტკომპლექსს სახურავი ახადა,’’- განუმარტეს რადიო ,,ათინათს’’ წალენჯიხის რაიონის გამგეობის პრესსამსახურში.

სტიქიის ზონაში ამ წუთებში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები იმყოფებიან.
ზარალის დამთვლელი კომისიები ადგილზე მუშაობენ.

Print