რეგიონი
სტიქია აფხაზეთში: ქარიშხალს მსხვერპლი არ მოყოლია
დღეს გაგრაში ამოვარდნილმა ძლიერმა ქარიშხალმა აფხაზეთის მთელს სანაპირო ზოლს გადაუარა. სოხუმსა და გაგრაში სტიქიის შედეგად დიდი რაოდენობით ხე წაიქცა. ერთ - ერთი მიკროავტობუსს დაეცა, თუმცა, შედეგად, არავინ დაზარალებულა.

დე ფაქტო აფხაზეთის სახელმწიფო ავტო ინსპექციის უფროსის ნაურ სმირის განცხადებით, ქარიშხალს ავტოსაგზაო შემთხვევები არ გამოუწვევია.

კომპანია „ჩერნომორენერგოს“ წარმომადგენლის თემურ კაციას განცახდებით, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი, რომლის საშუალებით, აფხაზეთი ელექტროენერგიით მარაგდება, აღდგენილია. თუმცა, მისივე თქმით, დიდი ზარალი მიადგა შიდა დასახლებებს.

„დაზიანებები დაფიქსირდა გუდაუთასა და სახუმში, ახალ რაიონში ქარმა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახსნა, განსაკუთრებით ბევრი ხაზია გაწყვეტილი გაგრაში", - განუცხადა კაციამ „სპუტნიკ აბხაზიას“. 

კომუნალური სამმართველოს წარმომადგენლის ინფორმაციით, მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები, იწმინდება გზები. სამაშველო სამსახურები მთელი დღის განმავლობაში მოუწოდებდნენ მოსახლეობას, თავი შეეკავებინათ ქუჩაში გასვლისგან.



Print