რეგიონი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 51 სკოლის დირექტორს სერთიფიკატი გადაეცა (ვიდეო)
ზუგდიდის სკოლის დირექტორებს პროფესიული განვითარების კურსების წარმატებით გავლისთვის სერთიფიკატი გადაეცათ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროექტის მენეჯერის ირინა აბულაძის თქმით, აღნიშნული კურსების მიზანი სასწავლო პროცესის სწორად განსაზღვრა და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებაა. ამასთან, მან პროექტის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„პროექტი მეშვიდე და მეთორმეტე კლასების ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების, გეოგრაფიისა და ინგლსურის მასწავლებლების და ასევე, ყველა საჯარო სკოლის დირექტორის პროფესიულ განვითარებას გულისხმობს. კურსებში 7 000 მასწავლებელი და 1 800- მდე სკოლის დირექტორია ჩართული“,- აღნიშნა აბულაძემ.

დირექტორებს სერთიფიკატები ამერიკის საელჩოს წარმომადგენელმა დანიელ კაპონემ და რესურსცენტრის უფროსამა კახაბერ ფარცვანიამ გადასცეს. ღონისძიება ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცნეტრში ამერიკული დღეების ფარგლებში გაიმართა.

მასწავლებელთა გადამზადების პროექტი ”ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მიერ არის დაფინასებული. ის "ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის", სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება.


Print