რეგიონი
სოხუმი: ალიანსი საქართველოს ტერიტორიას ნატოს პლაცდარმად იყენებს
სოხუმში, მრგვალი მაგიდა თემაზე: „შავი ზვის რეგიონში ნატოს სამხედრო ყოფნის გაძლიერება და აფხაზეთის ეროვნული უსაფრთხოება“ გაიმართა. შეხვედრა აფახაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მე-7 სამხედრო ბაზის ორგანიზებით მოეწყო.

ღონისძიებას ექსპერტები, პოლიტოლოგები, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და სტუდენტები დაესწრნენ. მათ აღნიშნეს, რომ ალიანსი საკუთარი ინტესების დასაცავად, რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის შეკავების საბაბით, საქართველოს ტერიტორიას ნატოს პლაცდარმად იყენებს.

უნივერსიტეტის პრორექტორმა ვიქტორ მალანძიამ აღნიშნა, რომ გლობალურმა პრობლემებმა, რომლებმაც თავი იჩინეს ამ ბოლო დროს, წინ წამოწიეს აღნიშნული პრობლემა. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა საფრთხეს და რისკებს შეიცავენ, ესა თუ ის მოვლენები“, - თქვა მან.

უნივერსიტეტის ისტორიის კათედრის თანამშრომელმა კარინე სეპიანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ „საქართველოს ამ დრომდე არ მოუწერია ხელი აფხაზეთთან ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტისთვის“. მან დასძინა, რომ ჟენევის მოლაპარაკებები, ამჟამად დიალოგის წარმართვის ერთადერთი გზაა. „უსაფრთხოების სფეროში აფხაზურ-რუსული სამხედრო თანამშრომლობა უზრუნველყოფს სამხედრო ბალანსის დაცვას და ნატოს სამხედრო ყოფნის შემაკავებელ ძალას წარმოადგენს. გარდა ამისა, აფხაზეთი რუსეთის სტრატეგიული ინეტერსების საიმედო ფორპოსტია შავი ზღვის რეგიონში“, – განაცხადა სეპიანმა.

თავის მხრივ, რუსეთის მე - 7 სამხედრო ბაზის წარმომამდგენელმა ანდრეი ტირტოვმა საქართველოს სამხედრო პოტენციალის შესახებ გააკეთა მოხსენება და აღნიშნა, რომ ტექნიკური უზრუნველყოფისა და ორგანიზაციის თვალსაზრისით, ის ერთ - ერთი უძლიერესია ამიერკავკასიის რეგიონში.

აფხაზური მედიის ცნობით, შეხვედრაზე სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე კონფლიქტებზეც ისაუბრეს.



Print