რეგიონი
ზუგდიდის არტ-გალერეაში ამერიკული დღეების ფარგლებში გამოფენა მოეწყო (ვიდეო)
ამერიკული დღეების ფარგლებში ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში საინფორმაციო გამოფენა მოეწყო. ღონისძიებაზე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციამ აშშ-ის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროგრამები წარადგინა.

გამოფენილი იყო საელჩოს და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID -ის, სანდიეგოს უნივერსიტეტისა და მილენიუმის გამოწვევის კორპორაციის პროგრამები.

"ძალიან კარგი მაგალითია მსგავსი ღონისძიებები იმის საჩვენებლად, თუ სინამდვილეში როგორია თანამშრომლობა აშშ-სა და საქართველოს შორის", - განაცხადა საკონსულოს წარმომადგენელმა ჯეიმს ვოთერმენმა.



გამოფენაში ასოციაცია ,,ათინათმაც" მიიღო მონაწილეობა. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა ენახა USAID -ის მიერ დაფინანსებული პროექტების პრეზენტაცია. "ეს პროგრამებია - "მომავლის თაობა", ახალგაზრდების ჩართულობა და განვითარება", ასევე, "ტოლერანტობისა და სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის პროგრამა". დღევანდელ ღონისძიებაში რადიო "ათინათთან" ერთად ვმონაწილეობთ", - აღნიშნა ახალგაზრული კლუბების კოორდინატორმა სალომე ჟვანიამ.

ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების ზუგდიდში 24 აპრილს დაიწყო და 28 აპრილს დასრულდება.

ამავე თემაზე:

ტექნოპარკში ქართველების ამერიკაში მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრეს (ვიდეო)

ფოტოგამოფენა და ფილმის პრეზენტაცია ზუგდიდში

ზუგდიდში ამერიკის დღეები გაიხსნა (ვიდეო)

ზუგდიდში ამერიკის დღეები - 2017 გაიმართება

Print