რეგიონი
სარაგბო თასი უშგულში გამოიფინა
მსოფლიო რაგბის ოცწლამდელთა ჩემპიონატის თასი საქართველოს რეგიონებში მოგზაურობს. სარაგბო ჯილდო უშგულშიც გამოიფინა. თასი უშგულამდე მესტიაში მოგზაურობდა.

დღეს მას ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ეზოში გამოიფინება. საქართველო მსოფლიო რაგბის ოცწლამდელთა ჩემპიონატს პირველად მასპინძლობს, ის თბილისსა და ქუთაისში 31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით ჩატარდება. მსოფლიო თასის მოსაპოვებლად 12 უძლიერესი გუნდი იბრძოლებს.

ამავე თემაზე:

რაგბის მსოფლიო თასი სამეგრელო-ზემო სვანეთში მოგზაურობს
Print