რეგიონი
სუს-ის ცნობით, ხურჩაში ე.წ. საზღვარი არ გადმოწეულა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ხურჩაში საოკუპაციო ხაზი არ გადმოუწევიათ, საზღვრის მოსანიშნი ბოძები კი საოკუპაციო ზოლზეა ჩასმული. სუს-ში ამბობენ, რომ ადგილზე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები იმყოფებიან, საქართველოს ცენტრალური ხელისფლება კი ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც ამ საკითხებზე მუშაობს, ინფორმაციას მიაწვდის.

ეს არის ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელება და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ ფაქტზე მოახდენს რეაგირებას, ისევე, როგორც ყველა შესაბამისი უწყება ყველა დონეზე“, - აცხადებენ სუს-ში.

გავრცელებული ინფორმაციით, ხურჩასთან საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის კიდევ 5 ჰექტარზე კონტროლი საოკუპაციო ძალებმა აიღეს. ადგილზე განლაგებულია საზღვრის მოსანიშნი ბოძები და იგეგმება მავთულხლართის გაბმა. გახსნილია ახალი საგუშაგოც. ამასთან, 300 მეტრით გადმოწეული ე.წ. საზღვარს მიღმა აღმოჩნდა სოფლების - ხურჩასა და შამგონას ტერიტორიები, ორი ოჯახი კი დასამუშავებელი მიწის გარეშე დარჩა.



Print