რეგიონი
თავდაცვის მინისტრი: ხურჩაში ე.წ. საზღვრის გადმოწევაზე კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს
თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სოფელ ხურჩასთან ე.წ.საზღვრის გადმოწევასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მან თქვა, რომ აღნიშნულზე კონკრეტულ ონფორმაციას არ ფლობს.

მე ზოგადად ვადასტურებ ფაქტს, რომ აქვს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას ადგილი, ერთი მეტრიც რომ იყოს, ეს არის დიდი აღშფოთების საგანი”, - განაცხადა იზორიამ.

მინისტრმა ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის გაგრძელების ფაქტს და რუსეთზე ზეწოლის განხორციელების გეგმებზე ისაუბრა.

ეს არის მორიგი ნაბიჯი ანექსიისა და ბუნებრივია, ჩვენ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად აქტიურად ვთანამშრომლობთ იმისათვის, რომ განხორციელდეს ზეწოლა რუსეთზე და ამ „მშვიდობიანი“ ფორმატით ზეწოლას მომავალშიც განვახორციელებთ”, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, ხურჩასთან საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის კიდევ 5 ჰექტარზე კონტროლი საოკუპაციო ძალებმა აიღეს. ადგილზე განლაგებულია საზღვრის მოსანიშნი ბოძები და იგეგმება მავთულხლართის გაბმა. გახსნილია ახალი საგუშაგოც. ამასთან, 300 მეტრით გადმოწეული ე.წ. საზღვარს მიღმა აღმოჩნდა სოფლების - ხურჩასა და შამგონას ტერიტორიები, ორი ოჯახი კი დასამუშავებელი მიწის გარეშე დარჩა.


ამავე თემაზე:

სუს-ის ცნობით, ხურჩაში ე.წ. საზღვარი არ გადმოწეულა
Print