რეგიონი
რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან ერთი პირი დააკავეს
ხურჩაში მცხოვრები ენვერ ბერია საოკუპაციო ჯარის წარმომადგენლებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ის საკუთარ მიწის ნაკვეთს ამუშავებდა - ამის შესახებ სოფლის მცხოვრებლები საუბრობენ. მათივე ინფორმაციით, გამოსასყიდად, 50 000 რუსულ რუბლს ითხოვენ, რაც ქართული 2 000 ლარის ეკვივალენტია. ბერიას მეზობლები ამბობენ, რომ ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა და გამოსასყიდი ფულის შეგროვებას თავად აპირებენ

რამდენიმე დღის წინ დაკავებული ენვერ ბერიას ზუსტი ადგილსამყოფელი, ჯერჯერობით, უცნობია.

ამავე თემაზე:

თავდაცვის მინისტრი: ხურჩაში ე.წ. საზღვრის გადმოწევაზე კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს

სუს-ის ცნობით, ხურჩაში ე.წ. საზღვარი არ გადმოწეულა
Print