რეგიონი
„ენმ“-ის აქცია ხურჩის ე.წ. საზღვარზე „მცოცავი ოკუპაციის“ წინააღმდეგ
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებმა ხურჩა-ნაბაკევის ადმინისტრაციულ საზღვართან „მცოცავი ოკუპაცია“  გააპროტესტეს. ადგილზე იმყოფებოდნენ ადგილობრივები და ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის წარმომადგენლები.

პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის ანი წითლიძის თქმით, მოსახლეობა შეშინებულია და თავს დაცულად ვერ გრძნობს. მათ ხელისუფლებას მოუწოდეს, დაიცვას საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისფლებასა და ევროკავშირის სადამკვირებლო მისიას, რომ მიიღონ ყველანაირი ზომა, რათა საოკუპაციო ხაზის ასე სისტემატურად არ გადმოწიონ და მცოცავი ოკუპაცია არ გაგრძელდეს. რუსი ოკუპანტები ყოველ დღე, ნელ-ნელა გვართმევენ სამშობლოს“, - განაცხადა წითლიძემ.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, ხურჩასთან საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის კიდევ 5 ჰექტარზე კონტროლი საოკუპაციო ძალებმა აიღეს. ადგილზე განლაგებულია საზღვრის მოსანიშნი ბოძები და იგეგმება მავთულხლართის გაბმა. გახსნილია ახალი საგუშაგოც. ამასთან, 300 მეტრით გადმოწეული ე.წ. საზღვარს მიღმა აღმოჩნდა სოფლების - ხურჩასა და შამგონას ტერიტორიები, ორი ოჯახი კი დასამუშავებელი მიწის გარეშე დარჩა. სუს-ში კი აცხადებენ, რომ ხურჩაში საოკუპაციო ხაზი არ გადმოუწევიათ, საზღვრის მოსანიშნი ბოძები კი საოკუპაციო ზოლზეა ჩასმული.


ამავე თემაზე:

რუსმა ე.წ. მესაზღვრეებმა ხურჩა-ნაბაკევის საზღვართან ერთი პირი დააკავეს

თავდაცვის მინისტრი: ხურჩაში ე.წ. საზღვრის გადმოწევაზე კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს 

სუს-ის ცნობით, ხურჩაში ე.წ. საზღვარი არ გადმოწეულა
Print