რეგიონი
მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე - აქცია ზუგდიდში (ვიდეო)
ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღესთან დაკავშირებით აქცია ჩატარდა. აქციის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა შრომითი ინსპექტირების გაძლიერება მოითხოვეს და აღნიშნეს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები ამ მხრივ ხშირად ირღვევა.

„ჩვენს ასევე ვითხოვთ, გენდერული კუთხით შრომითი უფლებების გაძლიერებას, ვითხოვთ, შეიქმნას ძლიერი ინსპექტირების სტურქტურა, რომელიც შეძლებს თითოეული ადამიანის შრომის უფლების დაცვას“, - აღნიშნა "სამოქალაქო სოლიდარობისა და თანასწორობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ციცინო შენგელიამ.

უმცირესობის შრომითი უფლებების დარღვევაზე გაამახვილა ყურადღებაზე აქციის მონაწილემ ემზარ კვარაცხელიამ.

„განსაკუთრებით მინდა ყურადღება გავამახვილო ტრანსგენდერ ქალებზე, რომელთაც საერთოდ არ ღებულობენ არცერთ სამუშაო ადგილზე. შესაბამისად, სახელმწიფომ უნდა შეიმუშავოს რამე კონკრეტული მექანიზმი, რომლითაც უმცირესობის წარმომადგენლები დასაქმებას შეძლებენ“, - თქვა კვარაცხელიამ.

პირველი მაისი მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღეა. ქალთა მოძრაობის ორგანიზებით, დღეს აქცია საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გაიმართა. კამპანიას მხარი „ქალთა ფონდმა საქართველოში“ დაუჭირა.


Print