რეგიონი
სოხუმი: წმინდა ადგილების მოსალოცად თბილისის ნებართვის გარეშე ვერ მივდივართ
დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს მთავრობა, რომელსაც დასავლეთის პარტნიორები უჭერენ მხარს, ცდილობს აფხაზეთის მოქალაქეებს წმინდა ადგილების მონახულების უფლება წაართვას.

"…გადაადგილების თავისუფლებაზე და საერთაშორისო ჰუმანიტარული ურთიერთობის დამყარებაზე დაწესებული აკრძალვების საერთო ჩამონათვალს რელიგიური ხასიათის საკითხებიც დაემატა. ქართველი პოლიტიკოსების აზრით, აფხაზეთში მცხოვრებ მორწმუნეებს თბილისის ნებართვის გარეშე, თავიანთი რელიგიური გრძნობების გამოხატვის და წმინდა ადგილებში მოლოცვის უფლება არა აქვთ“, - ნათქვამია განცხადებაში. ასეთ მიდგომას აფხაზეთის საგარეო უწყება დისკრიმინაციულად მიიჩნევს.

მათი მტკიცებით, ოფიციალური თბილისის ამგვარი რეაქცია იერუსალიმის პატრიარქის თეოფილოს III-ის მიერ იერუსალიმში აფხაზი მომლოცველების მიღებამ და "აფხაზეთის მთავრობის" დალოცვამ გამოიწვია.

ცნობისთვის, აპრილის ბოლოს რიცვხებში, ისრაელში საქართველოს ელჩი პაატა კალანდაძე იერუსალიმის ბერძენ მართლმადიდებელ პატრიარქ თეოფილოს მესამეს შეხვდა. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იერუსალიმის პატრიარქის მიერ აფხაზი და ოსი მომლოცველების დელეგაციის მიღება და მათი დალოცვა იყო.

თეოფილოს III-მ აფხაზ და ოს მომლოცველებთან შეხვედრა დაადასტურა და განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია ამგვარი შეხვედრისთვის პოლიტიკური სარჩული მიცემა.

Print