რეგიონი
"სპარის" მორიგი ფილიალი ზუგდიდში(ვიდეო)
მაღაზიათა ქსელ "სპარის" მორიგი ფილიალი ზუგდიდში, რუსთაველის #92-ში საზეიმოდ გაიხსნა. შპს „ევროფუდის“ დამფუძნებლის გიორგი ნარმანიას თქმით, ისინი მომხმარებელს მაღალი ხარისხით გამორჩეულ ევროპულ პროდუქტს სთავაზობენ. მისივე განმარტებით, „სპარი“ გლობალური სუპერმარკეტია, რომელიც წარმოდგენილია 42 ქვეყანაში და 18 000 მაღაზიას ფლობს.

ზუგდიდში ამ ბრენდის შემოსვლა არის ძალიან პოზიტიური. აქ ძირითადად წარმოდგენილია ესპანური, ჰოლანდიური, დანიური და ბელგიური პროდუქცია, რომელიც მაღალი ხარისხით გამოირჩევა“, - განაცხადა გიორგი ნარმანიამ.

კომპანიის წარმომადგენლები ზუგდიდში კიდევ რამდენიმე მაღაზიის გახსნას გეგმავენ.

R




Print