რეგიონი
თემურ ნადარაია: გალის რაიონის დაბა პრიმორსკში პორტი არ აშენდება
გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ დაბა პრიმორსკში პორტის მშენებლობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო. მან „აფხაზია-ინფორმს“ განუცხადა, რომ არასაკმარისი სირღმის გამო, პორტის მშენებლობისთვის ეს ადგილი უვარგისია, ხოლო, თავად დაბა არ მოექცევა განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, რომლის მშენებლობა უახლოეს
მომავალში იგეგმება.

გამოცემის ცნობით, გალის რაიონის დაბალ ზონაში განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის შესაქმნელად კორპორაცია „ასტიკოს“ 7 ათასი ჰექტარი მიწა გამოეყო, აქედან, 4 ათასი ჰექტარი - დაჭაობებულია.დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტმა „თავისუფალი ეკონომიკური ზონების შესახებ“ კანონი 2015 წლის ოქტომბერში მიიღო. განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა აფხაზეთში პირველად შეიქმნება.თემურ ნადარაიას განცხადებით, აღნიშნული პროგრამის რეალიზაცია „სერიოზულ ბიძგს მისცემს რაიონის სოციალურ - ეკონომიკურ განვითარებას“.

ცნობისთვის, ქართულ მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სოფელ პრიმორსკთან პორტის მშენებლობა დაიწყება, რომელიც ანაკლიის პროექტის ანალოგიური იქნება.



Print