რეგიონი
წალენჯიხაში წარმოებული ჩაი ჩინურ ბაზარზე (ვიდეო)
წალენჯიხაში წარმოებული ქართული ჩაი ჩინურ ბაზარზე მეორე წელია იყიდება. ჩაის კომპანია „ლაზში“ ჩინელმა ინვესტორებმა, პირველი ეტაპისთვის 80 ათას დოლარის ინვესტიცია განახორციელეს. „ჭეძანის რანრანის ბიოტექნოლოგიური კომპანია“ სამომავლოდ ინვესტიციების გაზრდას და ახალი ტექნოლოგიების დანერგვას გეგმავს.

„წლების განმავლობაში საქართველოში ჩაის კულტურა გაჩერებული იყო. ჩვენ ჩამოვედით და შევისწავლეთ მისი ხარისხი. თქვენ ნამდვილად უმაღლესი ხარისხის ჩაი გაქვთ. ჩაის უნდა მოვლა, რომ ამ ბიზნესმა წინ წაიწიოს, ამიტომაც ჩვენი ტექნოლოგიებით ვამზადებთ ქართულ ჩაის. აქ წარმოებული შავი და მწვანე ჩაი უმაღლესი ხარისხისაა. ვაპირებთ უფრო მეტ მუშაობას და ვგეგმავთ დიდი პროექტს, სადაც ინვესტიციები განხორციელდება“ - აცხადებს კომპანიის დამფუძვნებელი ჭან ვან ხუმ.

საწარმოო პროცესს ინვესტორებთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ქართულ-ჩინურ საწარმოში მწვანე და შავი ჩაის წარმოება ჩინური ტექნოლოგიით ხდება. ამჟამად ჩაის კრეფის პროცესში 150-მდე ადგილობრივია დასაქმებული. კომპანია „ლაზი“ ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობს. მისი ქართველი პარტნიორის გონერ სალიას განცხადებით, „ქართული ჩაი ჩინურ ბაზარზე მოთხოვნადია და ჩაის დამზადების ტექნოლოგოები გაუმჯობესდა.





Print