რეგიონი
ჯიხაშკარში საარჩევნო უბნების დარბევის ფაქტზე გია მხეიძეს პირობითი პატიმრობა მიუსაჯეს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე უბნების დარბევის ფაქტზე ბრალდებულ გია მხეიძეს სამწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს. გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. ამის შესახებ რადიო "ათინათს" მსჯავრდებულის ადვოკატმა ჯიტა გულუამ განუცხადა.

"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან ჯერ არ მისაუბრია და არ ვიცი გავასაჩივრებთ თუ არა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას", - თქვა ადვოკატმა.

ცნობისთვის, სოფელ ჯიხაშკარში საარჩევნო უბანის დარბევის ფაქტზე საქმე "სისხლის სამართლის კოდექსის'' 163-ე მუხლით იყო აღძრული, რაც საარჩევნო კომისიისათვის მუშაობაში ხელის შეშლას გულისხმობს.

ამავე თემაზე:

ჯიხაშკარის საარჩევნო უბნების დარბევის ფაქტზე დაკავებული გაათავისუფლეს (ვიდეო)

ჯიხაშკარის ინციდენტის მონაწილეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა (ვიდეო)





Print