სპორტი
ს.კ. „ზუგდიდი“ მორიგ თამაშშიც დამარცხდა
ეროვნული ლიგა 2-ის მეათე ტურის მატჩი, რომელიც ზედა ეწერის სტადიონზე გაიმართა, ს.კ. „ზუგდიდმა“ ბოლნისის „სიონთან“ წააგო. შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით 2-3 დასრულდა. პირველი გოლი მატჩის 18-ე წუთზე „სიონის“ ფეხბურთელმა ჯაბა უგულავამ გაიტანა, მეორე ბურთი კი ჯაბა დვალმა მეორე ტაიმის დასაწყისში შეაგდო. 60-ე წუთზე „ზუგდიდის“ მოთამაშემ ცოტნე სამუშიამ ანგარიში 2-1 გახადა, სამ წუთში კი მასპინძლებმა ლაშა კუკავას გოლით თანაფარდობა აღადგინეს, თუმცა 66-ე წუთზე ზვიად სიხარულიამ საბოლოო ანგარიში 3-2 დააფიქსირა.

ს.კ. „ზუგდიდი“ ეროვნულ ლიგა 2-ში ერთადერთი გუნდია, რომელიც ცხრილში მოგების გარეშეა დარჩენილი და ბოლო ადგილზეა.

ამავე თემაზე:

ს.კ. „ზუგდიდი“ „სიონს“ დღეს ზედა ეწერის სტადიონზე უმასპინძლებს
Print